top of page

ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი დაჯილდოების ცერემონიით დაიხურა

13 სექ. 2023

ფესტივალის პირველ წელს რვა საკონკურსო და ორი არასაკონკურსო ჩვენების ფარგლებში წარმოდგენილი იყო შვიდი თეატრის ათი სპექტაკლი

გამარჯვებულები შვიდ ნომინაციაში გამოვლინდნენ: 1. საუკეთესო სპექტაკლი - „მახინჯი იხვის ჭუკი“; 2. საუკეთესო რეჟისურა - ნინო მაღლაკელიძე; 3. საუკეთესო სცენოგრაფია - ვახო ქორიძე; 4. საუკეთესო მუსიკალური გაფორმება - სანდრო ნიკოლაძე; 5. საუკეთესო მსახიობი ქალი - ირინა კუბანსკი; 6. საუკეთესო მსახიობი კაცი - აბელ სოსელია; 7. ქართული კრიტიკის პრიზი - „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“. კონკურსანტებს აფასებდა საერთაშორისო ჟიური პოლონეთიდან, თურქეთიდან და ყაზახეთიდან.

გარდა სპექტაკლის ჩვენებისა, ფესტივალი მსახიობებს სთავაზობდა მასტერკლასების სერიას: სასცენო მეტყველების სავარჯიშოები; თოჯინების თეატრი - ტრადიციული თურქული ჩრდილების თეატრი - ყარაგეზი; თოჯინების თეატრის დღევანდელი მდგომარეობა აზიასა და ყაზახეთში; ჩვილებისთვის განკუთვნილი სპექტაკლების შექმნა.

ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ნიკოლოზ საბაშვილი და ირაკლი კიკვაძე. დირექტორები - იმედა თავდგირიძე და კონსტანტინე ქარქაშაძე.

bottom of page