top of page

იავნანამ რა ჰქმნა?!

სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი : ნიკოლოზ საბაშვილი
რეჟისორი : ეკატერინე სირაძე

სპექტაკლის შესახებ:

რეცენზია

თავად ზურაბ ქართველაძეს ერთადერთი გოგონა ქეთო ფულს დახარბებულმა ლეკებმა მოსტაცეს და დაღესტანში უშვილო ნაიბს მიჰყიდეს.
პატარა ქეთოს ნაიბისა და მისი ცოლის მზრუნველობამ მალე გადაავიწყა მშობლები და ბავშვობის შთაბეჭდილებები.
გავიდა წლები.
ზურაბი დაუღლელად ეძებდა შვილს. მაგდანი კი ჯავრისგან თითქმის დასნეულდა.
წლების შემდეგ, როცა გაიგეს შვილის სამყოფელი, დაიქირავეს ხალხი და ქეთო უკან დაიბრუნეს.
მძიმე და აუტანელი გახდა ეს დაბრუნებაც!
ქეთოს აღარაფერი ახსოვდა და აკავშირებდა მშობლიურ გარემოსთან. მხოლოდ დედის ნამღერი იავნანა აღმოჩნდა ის შინაგანი მუხტი და გენის სიძლიერე, რომელიც ვერ წაშალა ვერანაირმა ძალამ.

bottom of page