თეატრის ისტორია

teatre

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი 71 წლისაა. ამჟამად თეატრის რეპერტუარში 26 თოჯინური სპექტაკლია. ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი 1946 წელს შეიქმნა.         პირველი სპექტაკლი აკაკი ბელიაშვილის ,, თეთრი ფინია’’ 1946 წლის 31 დეკემბერს გაიმართა. სპექტაკლის  დამდგმელი რეჟისორი  თეატრის დაარსების ერთ-ერთი თაოსანი სერგო ცაგარეიშვილი გახლდათ, თეტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი დოდო ანთაძე.

თოჯინების სახეობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები აქვს საქართველოში, ის ძირითადად არსებობდა, როგორც საკულტო-რელიგიური ფენომენი და სახალხო სანახაობა. თანამედროვე ქართული თოჯინური ხელოვნება  ხალხური საწყისიდან მომდინარეობს.  თეატრში დღემდეა შემონახული განსაკუთრებული ოსტატობით წლების განმავლობაში შექმნილი თოჯინური სახეები.

  • თეატრის დაარსების თარიღი – ქუთაისის თოჯინების თეატრი დაარსდა 1946 წლის 31 დეკემბერს.
  • თეატრის მიერ მიღებული სახელმწიფო ჯილდოები:  1959 წელს თეატრის კოლექტივი ზ. კუხიანიძის პიესის ,,შარახანოს” საუკეთესო დადგმისათვის, რეჟისორი ლ.შენგელია დაჯილდოვდა საქართველოს სსრ კულტურის სამინისტროს და საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის სიგელით
  • ქუთაისის თოჯინების თეატრს 1990 წელს მიენიჭა იაკობ გოგებაშვილის სახელი.

თეატრის კატალოგში შეგიძიათ იხილოთ, თეატრის ხელმძღვანელები, ცნობილი მსახიობები, რეჟისორები, მხატვრები, ქორეოგრაფები, შესრულებული როლები ასევე მათი ჯილდოები დაარსებიდან დღემდე